ევროპარლამენტარები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან

ევროპარლამენტარები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ.
შეხვედრაზე უკვე იმყოფებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე.
როგორც ცნობილია, მანამდე ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდნენ.
მათ შეხვედრა ასევე გამართეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან და საქართველოს სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა