არქივი15 დეკემბერი, 2023, 11:57
ევროპამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ აპირებს ჩვენი მომავალი დაუთმოს რუსეთ - სალომე სამადაშვილი ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას პარტია "ლელოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, ევროკავშირმა ამ გზავნილით დაამტკიცა, რომ არ აპირებს საქართველოს მომავალი რუსეთს დაუთმოს.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გამარჯვება, როგორც ქართველი, ასევე უკრაინელი და მოლდოველი ხალხის და ევროპის, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ აპირებს ჩვენი მომავალი დაუთმოს რუსეთს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი გამარჯვება ექნება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.