ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ევროპამ თავის როლი უნდა გაზარდოს ზოგადად რეგიონში… დღემდე ევროპას ბევრი ინსტრუმენტი არ გააჩნია დემოკრატიების მხარდასაჭერად” – ზურაბიშვილი

“ევროპამ თავის როლი უნდა გაზარდოს ზოგადად რეგიონში… დღემდე ევროპას ბევრი ინსტრუმენტი არ გააჩნია დემოკრატიების მხარდასაჭერად” – ზურაბიშვილი

თუ ორ­ბანს თა­ვად შე­უძ­ლია გა­და­წყვი­ტოს რას აკე­თებს, მა­შინ სხვა მთავ­რო­ბებს ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­ან­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა და შე­უძ­ლი­ათ მხა­რი და­უ­ჭი­რონ ქვეყ­ნის ნა­წილს, რო­მე­ლიც მეტი დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ მი­დის, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გერ­მა­ნულ ტე­ლე­არხ Phoenix-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.
“ვფიქ­რობ, ევ­რო­პამ თა­ვის როლი უნდა გა­ზარ­დოს ზო­გა­დად რე­გი­ონ­ში, რო­გორც სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ, რო­გორც ცენ­ტრმა, რომ­ლის გარ­შე­მოც გრა­ვი­ტა­ცი­ას ახ­დენს და­ნარ­ჩე­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ევ­რო­პა. ეს ნიშ­ნავს, რომ უფრო მე­ტად უნდა ჩა­ერ­თოს, ნამ­დვი­ლად ძალა უნდა იყოს, იყე­ნებ­დეს ინ­სტრუ­მენ­ტებს. დღემ­დე ევ­რო­პას ბევ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი არ გა­აჩ­ნია დე­მოკ­რა­ტი­ე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­დე­საც დე­მოკ­რა­ტი­ე­ბი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან.
დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გა­რეო დახ­მა­რე­ბა ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლია ახა­ლი რუ­სუ­ლი კა­ნო­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც მი­ი­ღე­ბა და ისი­ნი კრძა­ლა­ვენ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მე­დი­ის სა­გა­რეო და­ფი­ნან­სე­ბას, რომ­ლე­ბიც ახლა ევ­რო­პა­ში თა­ვი­ანთ კო­ლე­გა მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, რომ მხა­რი და­უ­ჭი­რონ მათ, ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან რთულ ვი­თა­რე­ბა­ში არი­ან. ეს არის ევ­რო­პის­თვის როლი და, რო­გორც წესი, ევ­რო­პა სხვა­დას­ხვა კრი­ზი­სებ­ში იზ­რდე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა ერთ-ერთი ასე­თი კრი­ზი­სი იყოს, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ მის­ცემს ევ­რო­პას მის სრულ­ფა­სო­ვან ძა­ლას თა­ვის რე­გი­ონ­ში სა­მოქ­მე­დოდ. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო ასე­ვე შავი ზღვაა, რაც ერთ-ერთი ცენ­ტრა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სი იყო ევ­რო­პის სა­მო­მავ­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის პრო­ექ­ტე­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლო ამ ყვე­ლა პრო­ექ­ტის ცენ­ტრშია. ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მხარ­და­ჭე­რა, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­და­ჭე­რა ნიშ­ნავს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მო­მავ­ლო პრო­ექ­ტე­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რას…
ეს [ორ­ბა­ნის ფაქ­ტო­რი] გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე აზი­ა­ნებს ერ­თი­ა­ნო­ბას, მაგ­რამ ასე­ვე ხსნის გზას სხვა მთავ­რო­ბე­ბის­თვის, რომ მხა­რი და­უ­ჭი­რონ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას მის ბრძო­ლა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის. თუ ორ­ბანს თა­ვის­თვის შე­უძ­ლია გა­და­წყვი­ტოს რას აკე­თებს, მა­შინ, ვვა­რა­უ­დობ, სხვა მთავ­რო­ბებს ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­ან­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა და სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კის ქონა, და შე­უძ­ლი­ათ მხა­რი და­უ­ჭი­რონ ქვეყ­ნის ნა­წილს, რო­მე­ლიც მეტი დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ მი­დის, იბ­რძვის მის­თვის, ძა­ლი­ან გამ­ძლეა ქუ­ჩებ­ში ახლა უკვე 78 დღეა.
ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი და ვფიქ­რობ, რომ ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი კო­ლექ­ტი­უ­რად თუ არა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად (იმე­დი მაქვს, რომ კო­ლექ­ტი­უ­რა­დაც) იქ­ნე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის მხა­რეს,” – გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.