ევროკომისიის საგარეო საქმეთა პოლიტიკის სპიკერი – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის დაშინება – ეს სირცხვილია და უნდა შეწყდეს!

ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყველანაირი დაშინება სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს სირცხვილია და უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში, „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ კვერცხების სროლის ფაქტზე კომენტირებისას სპიკერმა განაცხადა, რომ ევროკომისიის პასუხი საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების შემცირება და მათთვის ფინანსური დახმარების გაყინვაა.
„როცა საქმე ეხება საქართველოს და მის დემოკრატიულ უკუსვლას, ჩვენ გვქონდა მკაფიო პასუხი, იქნება ეს [ხელისუფლებასთან] პოლიტიკური კონტაქტების შემცირებით, ფინანსური დახმარების გაყინვით, თუ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით. უფრო მეტიც, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყველანაირი დაშინება სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს სირცხვილია და უნდა შეწყდეს!“ – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და სალომე ზურაბიშვილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია