ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკომისიის პრესსპიკერი ფორმულასთან ოცნების განათლების რეფორმას აფასებს

ევროკომისიის პრესსპიკერი ფორმულასთან ოცნების განათლების რეფორმას აფასებს

ევროკომისიის პრესსპიკერი აცხადებს, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმა კითხვებს ბადებს ევროპის უმაღლესი განათლების სივრცისა და ბოლონიის პროცესის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ფორმულასთან ისაუბრა.
მისივე განცხადებით, ბოლონიის პროცესთან დაშორებით, საქართველო იზოლაციაში მოქცევის რისკს ქმნის როგორც საგანმანათლებლო, ასევე პროფესიული თვალსაზრისით.
"საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმა კითხვებს ბადებს ევროპის უმაღლესი განათლების სივრცისა და ბოლონიის პროცესის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისობასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით ეხება ხარისხიან განათლებაზე წვდომის თანასწორობას და ასევე ინსტიტუციური ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების პატივისცემას. ბოლონიის პროცესის ფარგლებში კვალიფიკაციების ორმხრივი აღიარება კურსდამთავრებულებს ევროპაში შემდგომი განათლების ან დასაქმების საშუალებას აძლევს.
ბოლონიის პროცესთან დაშორებით, საქართველო იზოლაციაში მოქცევის რისკს ქმნის როგორც საგანმანათლებლო, ასევე პროფესიული თვალსაზრისით. თავის მხრივ, ევროკომისია კვლავ ერთგული რჩება Erasmus პლუსის პროგრამის მიმართ, რომ შესაძლებლობა მისცეს სტუდენტებს, თანამშრომლებსა და უნივერსიტეტებს საქართველოდან ისწავლონ, ტრენინგი გაიარონ, ასწავლონ, იმუშაონ და ითანამშრომლონ საზღვრებს ფარგლებს გარეთ ევროპაში"- აცხადებს ევროკომისიის პრესსპიკერი.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.