ევროკომისიის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-17 პაკეტი შეთანხმებულია

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა შეათანხმეს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-17 პაკეტი.
დღეს, 14 მაისს ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ შეთანხმებას მიესალმება.
ევროკომისიის პრეზიდენტის ინფორმაციით, კიდევ უფრო შეიზღუდება რუსეთის წვდომა სამხედრო ტექნოლოგიებზე და სანქცირებულთა სიას დაემატება ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 189 გემი, რათა მეტად შეზღუდონ რუსეთიდან ენერგომატარებლების ექსპორტი.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ომი უნდა დასრულდეს, ამიტომ კრემლზე დიდ ზეწოლას გააგრძელებენ.
რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-17 პაკეტი 20 მაისს უნდა დაამტკიცონ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება ჯერ კიდევ 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის გამო დაიწყო და მნიშვნელოვნად გააძლიერა 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ევროკავშირმა სანქციების წინა, მე-16 პაკეტი 2025 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების მესამე წლისთავზე მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს – ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა