ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს იმ ქვეყნისა, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს იმ ქვეყნისა, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს იმ ქვეყნისა, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტას შინასმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს, საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

"26 ოქტომბრის არჩევნები გაისვარა სერიოზული დარღვევებით... ეს არ შეესაბამება იმ ქვეყნის სტანდარტებს, რომელსაც EU-ს კანდიდატის სტატუსი აქვს. საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია - ეს ზომები დარჩება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეცვლის თავის კურსს.

[...]

26 ოქტომბერს 2 მილიონზე მეტმა ქართველმა მისცა ხმა ახალი პარლამენტის არჩევას. ეს არჩევნები გაისვარა სერიოზული დარღვევებით - დარღვევები დაფიქსირდა როგორც ხმის მიცემის დროს, ასევე მანამდე...

[...]

ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს იმ ქვეყნისა, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა შანისმა. [სინქრონული თარგმანი]

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.