ევროკომისიის დათქმები საქართველოს | “ოცნება” საარჩევნო ბარიერის დაწევას არ აპირებს

მორალისგან დაცლილი “ქართული ოცნება”. ადასტურებს, რომ მის მიერ გაცემულ დაპირებებს ფასი არ აქვს. მმართველ პარტიაში უკვე მერამდენედ იმეორებენ, რომ კანონით არ არიან ვალდებული, დაწიონ საარჩევნო ბარიერი. ხელისუფლების ოპონენტებს ეს გადაწყვეტილება და შეფასებები არ უკვირთ და იხსენებენ ს დაპირებას მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე, რომელიც ოლიგარქმა გადათქვა. მომავალი წლის არჩევნებთნ დაკავშირებით მმართველმა პარტიამ დღეს კიდევ რამდენიმე გზავნილი მიიღო. მათ შორის ყველაზე ხისტი და მკაფიო ეუთოდან, რომელიც საქართველოში სადამკვირვებლო მისიას გამოგზავნის.