ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკომისიის გენერალური დირექტორი 1-2 მაისს საქართველოს ეწვევა

ევროკომისის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი, თანამშრომლობის განსახილველად და ახალი ინიციატივების წარსადგენად 30 აპრილიდან 4 მაისამდე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
კოოპმანი საქართველოს 1 და 2 მაისს ეწვევა და თანამშრომლობის სხვა საკითხებთან ერთად კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესასრულებლად საჭირო სამუშაოს განიხილავს. ის შეხვედრას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და სხვა თანამდებობის პირებთან გამართავს.
განცხადებაში წერია, რომ კოოპმანი ასევე აპირებს, შეხვდეს პარტნიორებს საინვესტიციო საკითხებში და საპარლამენტო პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
გარდა ამისა, ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს გახსნის, რომლებიც ინვესტირების ზრდას ხელს შეუწყობს და საქართველოს საირიგაციო ქსელის რეაბილიტაციაში დაეხმარება

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.