ევროკომისია უკრაინის პორტების აღდგენისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკომისია რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზარალებული უკრაინული პორტების აღდგენისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 25 ნოემბერს განაცხადა.

მან სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი გაგზავნილი შესაბამისი წერილის ფოტო. ეპისტოლეში ურზულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ კავშირისთვის “ღრმა შეშფოთების” მიზეზია რუსეთის მიერ შავი ზღვის შეთანხმებიდან გასვლა და შავ ზღვასა და მდინარე დუნაიზე უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე.
ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინიდან შავი ზღვის გავლით ექსპორტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსოფლიო ბაზრისთვის და უკრაინის ეკონომიკისთვის საკვების მიწოდებისთვის. იგი მიესალმა კიევის მიერ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას, რამაც ზღვით ექსპორტის გაგრძელების საშუალება მისცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია