ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკომისია თვლის, რომ მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების თითქმის ყველა დარჩენილი პირობა შეასრულა

ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროკომისიამ, დაასკვნა, რომ მოლდოვამ, როგორც კანდიდატმა, შეასრულა თითქმის ყველა ის პირობა, რომლებიც საჭირო იყო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებისთვის.
კომისიამ შარშან განაცხადა, რომ ბრიუსელის მიერ დადგენილი ცხრა პირობიდან კიშინიოვმა ექვსი შეასრულა. კომისიის წლევანდელ შეფასებაში, რომელსაც რადიო თავისუფლება გეცნო 12 მარტს, ნათქვამია, რომ მოლდოვამ შეასრულა სამიდან ორი პირობა: დამატებით ზომები მიიღო დეოლიგარქიზაციისთვის და ანტიკორუფციულ ორგანოს საკმარისი სახსრები გამოუყო.
მესამე პირობა - მოსამართლეთა შემოწმება და ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნა, განვითარებულ სტადიაშია, წაიკითხავთ ცნობაში.
მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველოსთან ერთად, 2022 წლის 3 მარტს შეიტანა. უკრაინამ იგივე გააკეთა ომის დაწყებიდან 4 დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს.
უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი განაცხადის შეტანიდან 3 თვეში მიიღეს. საქართველოს შემთხვევაში ამას წელიწადი და ცხრა თვე დასჭირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.