ევროკომისია: ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შესაძლოა წლის ბოლომდე დაიწყოს

ევროკომისიამ გამოაქვეყნა მორიგი ანგარიში, რომელშიც შეფასებულია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების წინსვლა. მასში, კერძოდ, აღნიშნულია კიევის წარმატებები კავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების გატარების საქმეში.
„მიუხედავად რუსეთის განუწყვეტელი აგრესიული ომისა, კვლავაც მტკიცედ არის ერთგული ევროკავშირში გაწევრიანების კურსისა. მან წარმატებით დაასრულა სკრინინგის პროცესი და წინ წაიწია საკვანძო რეფორმების გატარებაში,“ ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში „გაფართოების პაკეტი 2025“.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინამ მიიღო გზამკვლევები სამართლის უზენაესობის, სახელმწიფოს მართვისა და დემოკრატიული ინტსტიტუტების ფუნქციონირების სფეროში, ასევე ეროვნული უმცირესობების მიმართ მოქმედების გეგმა.
ამგვარად, აღნიშნავს ევროკომისია, უკრაინამ შეასრულა პირობები, რომლებიც აუცილებელია ექვსიდან სამი კლასტერის (თემატური ბლოკის) გასახსნელად და ამჟამად კომისია ელოდება წლის ბოლომდე დარჩენილი სამი კლასტერის გახსნას.
„უკრაინის მთავრობამ განაცხადა თავის მიზანზე, ვადამდე დაასრულოს [ევროკავშირში] 2028 წელს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. კომისია მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ ამბიციურ გეგმას, მაგრამ მიაჩნია, რომ მის მისაღწევად აუცილებელია რეფორმების ტემპის დაჩქარება, განსაკუთრებით ფუძემდებელ პრინციპებთან, კერძოდ, კანონის უზენაესობასთან მიმართებით,“ აღნიშნულია ევროკომისიის ანგარიშში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუცია – მოვუწოდებთ საფრანგეთის მთავრობას, საჯაროდ დაგმოს რუსეთის რეჟიმის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე

გრიგოლ გეგელია – თუ ეს რეჟიმი გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს და ხელს შეუწყობს სიტუაციის დეესკალაციას, ასეთ ვითარებაში, დაინტერესებული ვართ, ვაწარმოოთ შესაძლო დიალოგი ახალი არჩევნების დანიშვნაზე