ევროკომისიამ უკვე თავისი აზრი თქვა, ახლა ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ გაითვალისწინებენ, ერთ მხრივ, მიღებულ რეკომენდაციებს და ასევე, ადამიანების აზრს, რომელიც გამოხატულია – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ევროპულ მარშზე” იმყოფებოდა, სადაც განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, დიდი მოლოდინია, რომ ევროპული საბჭო გაითვალისწინებს მოქალაქეების აზრს.
“ევროკომისიამ უკვე თავისი აზრი თქვა. ახლა ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. მათგან ველოდები, რომ გაითვალისწინებენ, ერთის მხრივ, მიღებულ რეკომენდაციებს და ასევე, ადამიანების აზრს, რომელიც აქ არის გამოხატული, ამ დონეზე,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპა არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ და იმედს გამოთქვამს, რომ 15 დეკემბერს ზეიმის შესაძლებლობა გვექნება.
“ამდენი ხალხი მოდის, ამდენმა თავისი ხმა მიაწვდინა ევროპას. ევროპა არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს აქვთ უდიდესი მნიშვნელობა, მათ თავისუფალ აზრს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თავისუფალი აზრი იქნება გათვალისწინებული, ჩვენ შევძლებთ 15 დეკემბრის შემდეგ კიდევ ერთხელ ზეიმს. შემდეგ მომზადებას შემდეგი წლისთვის, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება.
ეს არის მშვიდობიანი მარში, მშვიდობიანი გამოხატულება ადამიანების აზრის და ნების, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ინიციატივით გამოიხატა. ბოლო ინიციატივაა, რომელსაც ყველა ვუერთდებით და გამოვთქვამთ იმ მთავარ მოწოდებას ევროკავშირისთვის რომ ჩვენ გვინდა ევროპა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული