ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, მოგვიანებით ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი პრესკონფერენციაზე გამართავენ.
ამასთან, პინიოს თქმით, საბოლოო ტექსტის დასრულებამდე ზომების შესახებ დეტალური ბრიფინგი არ გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ სანქციების პაკეტი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს და მის მიღებას ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე