ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის წინადადება წარუდგინა

ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის წინადადება წარუდგინა.
ახალ პაკეტში შეთავაზებულია 120-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.
ამასთან, წინადადება შეიცავს იმპორტისა და ექსპორტის ახალი აკრძალვების მიღებას, ასევე ქმედებებს ნავთობის ფასის ლიმიტის გამკაცრების მიზნით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წინადადებების მიზანია სანქციების ჩარჩოს გამყარება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების პაკეტი არის ევროკავშირის სტრატეგიის ნაწილი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომზე საპასუხოდ.

არქივის შესახებპირველწყარო: primetime.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.