ევროკომისარი შენგენის ზონაში რუმინეთის და ბულგარეთის სრულ ინტეგრაციას მოელის

საშინაო საკითხებში ევროპის კავშირის კომისრის, ილვა იოჰანსონმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ოპტიმისტურადაა“ განწყობილი წლის ბოლოსთვის შენგენის ზონაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბულგარეთი და რუმინეთის ინტეგრაციის მიმართ.
„რუმინეთი და ბულგარეთი მზად არიან, შენგენის ზონა მზად არის, ისე, რომ ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ვხედავთ“ -უთხრა მან რადიო თავისუფლებას ინტერვიუში, რომელიც 21 ნოემბერს ქვეყნდება. “დადგა დრო, გაუქმდეს შიდა სასაზღვრო კონტროლი” – თქვა მან.
შავი ზღვისპირა ორივე სახელმწიფო მარტში შეუერთდა შენგენის ზონას მხოლოდ შეზღუდული უფლებებით: მათ მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ მხოლოდ თვითმფრინავებითა და გემების საშუალებით, მაგრამ არა საავტომობილო ტრანსპორტის საშუალებით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”