“ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე ახალი თავი იხსნება” – პაპუაშვილი

დღეს საქართველოს პარლამენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმასთან ერთად უკვე მესამე კონფერენციას ატარებს, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს ეძღვნება, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, წინა ორი კონფერენცია შედეგიანი აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, მივედით პოზიტიურ რეკომენდაციამდე.
„ახლა უკვე ახალი თავი იხსნება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, რომელიც ცხრა პრიორიტეტთან არის დაკავშირებული. დღეს ამ საკითხებზე გვექნება მსჯელობა, მათ შორის განვიხილავთ ჭარბი გავლენის თავიდან აცილების შესახებ სამოქმედო გეგმის პროექტს. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხის განხილვისას სამოქალაქო საზოგადოება აქტიური იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ეს გეგმა მალე დამტკიცდეს, იმისთვის, რომ გეგმის განხორციელებაზე გადავიდეთ. კონფერენციაში პარლამენტიდან წარმოდგენილი იქნებიან როგორც უმრავლესობის წევრები, ასევე ოპოზიცია. წინა ორმა შეხვედრამ გვაჩვენა, რომ ამგვარი კონფერენცია ძალიან საგნობრივი დისკუსიის პლატფორმაა. იმედი გვაქვს, რომ დღესაც შინაარსობრივი, საგნობრივი დისკუსია იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დღეს, პარლამენტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მესამე ერთობლივ კონფერენციას – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ მართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ