ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 5-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში - ISET Policy Institute

ევროკავშირში ერთ სულ მოსახლეზე მშპ/საშუალო შემოსავალი 5-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში, - ამის შესახებ ინფორმაციას ISET Policy Institute ავრცელებს.
trading economics-ის GDP per capita-ს (მშპ ერთ სულ მოსახლეზე) რეიტინგში, 198 ქვეყანას შორის, საქართველო 79-ე ადგილზეა 17 078 მშპ-თი. სიის სათავეში შვეიცარია (90 057მშპ), სინგაპური (67360) და აშშ-ია (62789). ოცეულშია: ავსტრალია, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, ევროზონა, იაპონია, სამხრეთ კორეა, იტალია, ესპანეთი, საუდის არაბეთი, თურქეთი, არგენტინა, ჩინეთი, მექსიკა, რუსეთი.
რეგიონში საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს უსწრებს, თუმცა რუსეთსა და თურქეთს ჩამორჩება.
სომხეთი 81-ე ადგილზეა; აზერბაიჯანი - 88-ზე; რუსეთი - 58-ზე, თურქეთი - 52-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.