„ევროკავშირში ელჩი იყო და როცა თავს დაგვესხა, ომი გაჩაღდა, ერთ ქვეყანასაც ვერ გააკეთებინა განცხადება და სანქცია ვერ დააწესებინა“ – ზარქუა სამადაშვილზე

„ევროკავშირში ელჩი იყო და როცა თავს დაგვესხა, ომი გაჩაღდა, ერთ ქვეყანასაც ვერ გააკეთებინა განცხადება და სანქცია ვერ დააწესებინა“ – ზარქუა სამადაშვილზე
„ოცნების“ წევრი, „ლელოს“ წევრ, სალომე სამადაშვილზე:
„მათ სიტყვას რომ ფასი არ აქვს, ამას ხომ გეუბნებოდით? – 2020 წელს თქვეს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და არ შემოვალთო, შემდეგ შემოვიდნენ და ძლივს გავაგდეთ. მათ პრინციპი არ აქვთ, რასაც დაუკვეთავენ, ისე მოიქცევიან. თავიდან ამბობდნენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო, წინააღმდეგობის პლატფორმას და სიგიჟეებს იგონებდნენ, მაგრამ ახლა მიხვდნენ, რომ ისე არ გაქრნენ, როგორც „კარენოი“ „ნაცმოძრაობა“, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ყველა აქამდე ნათქვამ არგუმენტს ხაზი გადაუსვან და თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღონ მონაწილეობა. ხელმოცარული დიპლომატია. ხომ იცით, რატომ ვეძახი? – წლების განმავლობაში, ევროკავშირში ელჩი იყო და როცა რუსეთი თავს დაგვესხა, ომი გაჩაღდა, ერთ ქვეყანასაც ვერ გააკეთებინა განცხადება და სანქცია ვერ დააწესებინა. ეს ქალი მორალს გვიკითხავდა. მისი ამორალური მორალის გაგრძელებაა ისიც, რომ არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებო და ახლა რა შეიცვალა? სალო, რა შეიცვალა? იგივეა , მმართველი პარტიაც, პრემიერ-მინისტრია. რატომ იღებენ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში, რის იმედად? საერთოდ რომ არ გაქრნენ? პატრონებმა დაუკვეთეს? – ამიტომაც არიან იქ, სადაც არიან და ასე იქნებიან, ვიდრე უცხო ქვეყნის დაკვეთის მოლოდინში იქნებიან. ჯერ სად არიან, მათი ამომრჩეველი ბოლოს მოუღებთ – ვინც აპამპულავეს და გადააგდეს. დარწმუნებული ვარ, ჩემი „ხაბეც“ აბობოქრდება და ის ცალკე მისცემთ „კონტროლკას“

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა