ევროკავშირს აქვს უამრავი პრობლემა, მათ შორის, მძიმე ეკონომიკური რეცესია – კობახიძე

ევროკავშირს აქვს უამრავი პრობლემა, მათ შორის, მძიმე ეკონომიკური რეცესია – კობახიძე
“უმჯობესია, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ კონცენტრირებული საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირს აქვს უამრავი პრობლემა, მათ შორის, მძიმე ეკონომიკური რეცესია.
„იცით, რომ კრიზისული ვითარებაა, დღეს ევროკავშირში არის მძიმე ტენდენციები ეკონომიკური რეცესიის თვალსაზრისით, ალბათ უფრო მეტად ამაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებული ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები. უმჯობესია, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ კონცენტრირებული საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა: ხვიჩა კვარაცხელია და ლაშა შავდათუაშვილი აზიარებენ ანწუხელიძის გმირობისა და რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების ზუსტ თარიღს 7 აგვისტოს მადლობა მათ ამ თითქოსდა მარტივი ჭეშმარიტებისთვის

თაზო დათუნაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე – 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას, 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები ვერ და არ ახსენებენ რუსეთს