ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივდება

ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდა – წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რუსეთს კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივონ დაწესებული სანქციების ვადა. გადაწყვეტილება ელჩების დონეზე მიიღეს.
სანქციების ვადა 15 მარტს იწურებოდა.
Reuters-ის თანახმად ელჩები შეთანხმდნენ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სანქციების გახანგრძლივებას და სიიდან ამოიღეს სამი გარდაცვლილი ადამიანი, უნგრეთის ზეწოლის მიუხედავად სიაში დარჩა რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანი.
საფინანსო კონცერნ “ალფა-ჯგუფის” თანამფლობელი მიხაილ ფრიდმან ლუქსემბურგის ხელისუფლებას მისთვის თითქმის 16 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდას სთხოვს. ფრიდმანს მიაჩნია, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლებამ, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, უკანონოდ მოახდინა მისი აქტივების კონფისკაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…