ევროკავშირმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 145 მილიონი ევრო გამოყო

ევროკავშირმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 145 მილიონი ევრო გამოყო, – ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
ევროკომისიის განცხადებით, დახმარება რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გაძლიერების ფონზე უკრაინელების თავშესაფრით, საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას მოხმარდება.
„ჰუმანიტარული დახმარების პარალელურად, ევროკავშირმა უკრაინას 447 გენერატორი გადასცა. ასევე, დამატებით 500 გენერატორი გაიგზავნება“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ამასთან, ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში ევროკომისია მოლდოვას 8 მილიონ ევროს გადასცემს, იქ მყოფი უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“