ევროკავშირმა უკრაინას €4,05 მილიარდის ფინანსური დახმარება გამოუყო

ევროკავშირმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღის წინ €4,05 მილიარდის ახალი ფინანსური დახმარება გამოუყო.
24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავს აღნიშნავს.
“ეს ახალი დაფინანსება ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას არა მხოლოდ უკრაინის რეკონსტრუქციის, არამედ მისი მომავლის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის მიმართ”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ აღნიშნა, უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 3.05 მილიარდი ევრო გამოიყო უკრაინის ფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ხოლო კიდევ 1 მილიარდი ევრო ERA Loans ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ფინანსდება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით.
“ეს მხარდაჭერა აძლიერებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე რეკონსტრუქციის პროცესს. მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს”, – დაწერა სვირიდენკომ თავის Telegram არხზე.
ევროკომისიის თანახმად, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო დახმარების სახით სულ 168.9 მილიარდი ევრო მიაწოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…