არქივი11 ნოემბერი, 2024, 19:55
ევროკავშირმა უკრაინას საარტილერიო ჭურვები მიაწოდა

ევროკავშირმა უკრაინას 980 000-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი მიაწოდა, - ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ვიცი, რომ ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, რომ ამ დონეს გაზაფხულამდე მივაღწევდით და ჩვენ ეს ვერ შევძელით, მაგრამ ამის გაკეთება წლის ბოლომდე შეგვიძლია“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ცნობისთვის, ევროკავშირი უკრაინისთვის 1 მილიონი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას მიმდინარე წლის მარტისთვის გეგმავდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.