ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირმა საქართველოს სავიზო რეჟიმი შესაძლოა, ახალ წესების მიხედვით შეუჩეროს

ევროკავშირმა საქართველოს სავიზო რეჟიმი შესაძლოა, ახალ წესების მიხედვით შეუჩეროს. ევროპული საბჭოს 2024 წლის 13 მარტით დათარიღებულ დოკუმენტში, ჩამოთვლილია ყველა კრიტერიუმი, რომელიც ამ უკანასკნელის წინაპირობა შეიძლება აღმოჩნდეს. ქვეყნისთვის, სავიზო რეჟიმი შეჩერების საფუძველი ხდება როგორც ადამიანის უფლებრივი მდგომაროების გაუარესება, ასევე ევროკავშირისა და ამ შემთხვევაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის ნაკლებობა.
რუსული კანონის დამტკიცების შემთხევაში კი მაღალია რისკი, რომ ალიანსმა სწორედ ეს საფრთხეები დაინახოს საქართველოშიც, რადგან კანონი უკვე შეფასებულია როგორც რეპრესიული, რომელიც პირდაპირ ადამიანის უფლებებს აყენებს საფრთხის ქვეშ.
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, ასევე, შეიტანონ უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობა მესამე ქვეყანასთან, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების მნიშვნელოვანი და მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ეხება ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.- წერია დოკუმენტში.
წყარო – ტვ პირველი

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.