ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 1 წლით გაუხანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და ანექსიის გამო დაწესებული სანქციები ერთი წლით, 2025 წლის 24 თებერვლამდე გაახანგრძლივა, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში წერია.
„სანამ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები განაგრძობს ძალის გამოყენების აკრძალვის დარღვევას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას, მიზანშეწონილია ძალაში შევინარჩუნოთ კავშირის მიერ ამჟამად დაწესებული ყველა ზომა და საჭიროების შემთხვევაში მივიღოთ დამატებითი ზომები” –აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.