ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა უკრაინაში წარმოებული ომის გამო.
ახალი სანქციების სამიზნეა რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ღირებულების სექტორები, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობა. ახალი შეზღუდვები ასევე ართულებს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას.
ევროკავშირის ახალი სანქციები მოიცავს:
· ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადატვირთვის სერვისების აკრძალვას მესამე ქვეყნებში გადაზიდვის მიზნით;
· ახალი ინვესტიციების აკრძალვა მშენებარე LNG პროექტების დასასრულებლად;
· „ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემის“ (SPFS) გამოყენების აკრძალვას;
· რუსეთის ომში მონაწილე გემებისთვის პორტებში შესვლისა და მათთვის მომსახურების გაწევის აკრძალვას;
· ევროკავშირში ფრენების უფრო ფართო აკრძალვას;
· შემდგომ იმპორტსა და ექსპორტზე კონტროლსა და შეზღუდვებს.
გარდა ამისა, პოლიტიკურ პარტიებს, ფონდებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს რუსეთიდან დაფინანსების მიღების უფლება აღარ ექნებათ და სანქციები დაეკისრა 116 იურიდიულ და ფიზიკურ პირს.
· 25 ივნისს უკრაინის და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები იწყება
· ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდა
· ევროკავშირი სომხეთს 18 მილიონი ევროთი დაეხმარება

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…