ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების რიგით მე-13 პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ რიგით მე-13 სანქციების პაკეტი დაამტკიცეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების ჟურნალისტი რიკარდ ჯოზვიაკი ავრცელებს.
EU ambassadors have just given green light to the EU’s 13th 🇷🇺 sanctions package. Should be published just before the 24 feb anniversary. 🇺🇦— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) February 21, 2024
"ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი მისცეს რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ რიგით მე-13 სანქციების პაკეტს. პაკეტი ომის დაწყების წლისთავამდე, 24 თებერვლამდე გამოქვეყნდება". – წერს ჯოზვიაკი.
19 თებერვალს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.