ევროკავშირმა რომ დაკარგოს გამოღვიძების ეს იმპულსი და იმის გაგება, რომ ევროკავშირის ძლიერი მხარე სწორედ გაფართოებაა, მაშინ ეს იქნება უზარმაზარი ისტორიული შეცდომა” – კულება

ვფიქრობ, ახლა არის ერთი დიდი გუნდი, ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც გაფართოების პროცესის ნაწილია. შესაბამისად, ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანია პროგრესის მიღწევა დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირმა გამოღვიძების ეს იმპულსი რომ დაკარგოს, ეს იქნება უზარმაზარი ისტორიული შეცდომა.
“ვფიქრობ, ახლა არის ერთი დიდი გუნდი, ქვეყნების ჯგუფი რომლებიც გაფართოების პროცესის ნაწილია. შესაბამისად, ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანია პროგრესის მიღწევა დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით. მნიშვნელოვანია ასევე აღვნიშნოთ, რომ სწორედ უკრაინა იყო ის ქვეყანა, რომელმაც გამოიყვანა ევროკავშირი გაფართოების შესახებ კომიდან, რადგან ორი წლის წინ აქ, ბრიუსელში, გაფართოებაზე საუბარიც კი შეუძლებელი იყო. არც ჩვენზე და არც საქართველოზე. შემდეგ იყო ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირმა რომ დაკარგოს გამოღვიძების ეს იმპულსი და იმის გაგება, რომ ევროკავშირის ძლიერი მხარე სწორედ გაფართოებაა, მაშინ ეს იქნება უზარმაზარი ისტორიული შეცდომა”, – განაცხადა დიმიტრო კულებამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან