ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირმა, მეორე კვარტალში, ენერგორესურსების იმპორტი შეამცირა

ევროკავშირმა, მეორე კვარტალში, ენერგორესურსების იმპორტი შეამცირა

ევროკავშირმა 2024 წლის მეორე კვარტალში 94,9 მილიარდი ევროს ღირებულების 177,9 მილიონი ტონა ენერგორესურსების იმპორტი განახორციელა რაც მოცულობით 9,7%-ით და ღირებულებით 10,7%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ბუნებრივი აირის იმპორტი ღირებულებით 31,4%-ით, მიწოდების მოცულობით კი 9,5%-ით შემცირდა. მსგავსი მაჩვენებლები ფიქსირდება თხევად ბუნებრივ აირზე (LNG), სადაც იმპორტი ფულადი თვალსაზრისით 41,2%-ით, მოცულობით კი 20,2%-ით შემცირდა.
2024 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის ძირითადი მიმწოდებლები დარჩა ნორვეგია (43,5%) და ალჟირი (21,6%), გაუსწრეს რა რუსეთს, რომლის წილი 15,5% იყო. LNG-ისთვის მთავარი მიმწოდებელი იყო ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც უზრუნველყოფს იმპორტის 46%-ს, შემდეგ მოდის რუსეთის ფედერაცია (16.8%) და კატარი (11.9%).
ენერგორესურსების იმპორტის მთლიანი შემცირების მიუხედავად, 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით მცირედი ზრდა 5.6%-ით შეინიშნება იმპორტირებული ნავთობპროდუქტების ფასში, ხოლო ფიზიკური მოცულობა შემცირდა 2.2%-ით. ამ სეგმენტში მომარაგების წილი აშშ-მ (15.1%), ნორვეგიამ (14.1%) და ყაზახეთმა (11.7%) უზრუნველყვეს.
interfax

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.