არქივი27 ივნისი, 2024, 18:38
ევროკავშირმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ევროკომისიის თავმჯდომარესთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული კავშირის პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად ხელი მოაწერა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას.
შეთანხმება კიევს რამდენიმე წლით აძლევს იარაღის მიწოდებისა და უსაფრთხოების სფეროში სხვა სახის დახმარების გარანტიას.
შეხვედრაზე ასევე ესტონეთთან და ლიეტუვასთან მოეწერა ხელი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებებს.
დღეისთვის უკრაინამ უსაფრთხოების გარანატიების თაობაზე შეთანხმებებს მიაღწია 16 ევროპულ სახელმწიფოსთან და შეერთებულ შტატებთან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.