ევროკავშირმა გაეროს სააგენტოს დაფინანსება შეუჩერა, მაგრამ პალესტინელთა დახმარება გაზარდა

ევროკომისიამ დღეს გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს “ანრვა” (UNRWA) 82 მილიონი ევროდან დაფინანსების ნაწილი შეუჩერა. თუმცა, ევროპული კომისიის განცხადებით, ის პარალელურად გაზრდის უშუალოდ პალესტინელთა საერთო დახმარებას 68 მილიონი ევროს ოდენობით.
“ანრვა”, რომელიც ახლა 13 000 თანამშრომლით ოპერირებს, ათწლეულებია დახმარებას და ძირითად მომსახურებას უწევს ახლო აღმოსავლეთში დევნილ პალესტინელებს, მათ შორის – ღაზის სექტორში. მაგრამ, გაეროს სააგენტოს დაფინანსების გადახედვა სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს მას შემდეგ, რაც ისრაელმა იანვარში წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც სააგენტოს 12 თანამშრომელი მონაწილეობდა ისრაელზე გასული წლის 7 ოქტომბერს მომხდარ “ჰამასის” თავდასხმაში.
ბრალდებების გამო, “ანრვას” სუბსიდირება ბევრმა დონორმა შეუჩერა. მათ შორის არიან გაეროს სააგენტოს ისეთი წამყვანი დამფინანსებლები, როგორიცაა შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და სხვა.
გაეროს სააგენტო, რომლის დაფინანსებაც საერთო ჯამში 450 მილიონ დოლარს შეადგენს, ისრაელის ბრალდებებს უარყოფს. თუმცა იმავდროულად, “ანრვამ” რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც ბრალდებაში ფიგურირებდა, სამსახურიდან გაათავისუფლა. სააგენტოს განაცხადებით, პალესტინელთა დახმარების პროგრამები ახლა საფრთხეშია და მარტიდან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მათი სამუშაოს გაგრძელება “სერიოზული რისკის ქვეშ დგება”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში