პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირი 15 რუსული ბანკის SWIFT-დან გათიშვას აპირებს - Bloomberg

ევროკავშირი 15 რუსული ბანკის SWIFT-დან გათიშვას აპირებს - Bloomberg

ევროკავშირის სანქციების მე-16 პაკეტის ფარგლებში, შესაძლოა 15-მდე რუსული ბანკი საერთაშორისო SWIFT სისტემიდან გაითიშოს, წერს Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით. შესაბამისი წინადადება ბლოკის წევრმა ქვეყნებმა მიმდინარე კვირას მიიღეს.
სააგენტოს წყაროები არ აკონკრეტებენ, რომელ ბანკებზეა საუბარი.
როგორც სააგენტოს წყაროები აღნიშნავენ, სანქციების საბოლოო პაკეტი შესაძლოა კორექტირებული იყოს, რადგან ის ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობას მოითხოვს.
უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ რუსული ბანკები მუდმივად ითიშება SWIFT-თან. ეს უკვე შეეხო, მათ შორის, Sberbank, VTB, Rosselkhozbank, Promsvyazbank, Sovcombank და ა.შ. ქვეყნის შიგნით გადარიცხვებს ემსახურება რუსული სისტემა - FMS.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.