ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირი წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების აუდიტს ატარებს - Financial Times

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS), რომელსაც ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების აუდიტს ატარებს. ამის შესახებ Financial Times-ი სამ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს.
ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური თავისი ანგარიშის წარდგენას 1 თებერვალს, ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ გეგმავს.
Financial Times-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აუდიტი დაეყრდნობა მასალებს, რომლებიც წევრმა ქვეყნებმა EEAS-ის მოთხოვნის პასუხად გააგზავნეს. ამასთანავე, დიპლომატის თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ სრული მონაცემების წარდგენა არ სურს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.