ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირი უკრაინისთვის ექვსი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას ამზადებს - „პოლიტიკო“

ევროკავშირი უკრაინისთვის ექვსი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას ამზადებს - „პოლიტიკო“

ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებენ, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი იქნება რუსეთის მიერ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
„პოლიტიკოს“ ცნობით, რომელიც სამ ევროპელ დიპლომატს ეყრდნობა, მოსალოდნელია, რომ, სულ მცირე, ექვსი მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების დეტალები საზოგადოებას წარედგინება ევროკომისიის წევრების კიევში ვიზიტის ფონზე, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის წლისთავზე.
წყაროების თანახმად, პაკეტი მოიცავს ყველაფერს – 1.5 მილიონი საარტილერიო ჭურვიდან დაწყებული, საჰაერო თავდაცვის სისტემებით დასრულებული.
„ექვსი მილიარდი ევრო არის დახმარების მინიმალური თანხა, რომელიც შეიძლება, გაიზარდოს 10 მილიარდამდე და მეტადაც”, – წერს „პოლიტიკო.“
მოსალოდნელია, რომ სამხედრო მხარდაჭერის გაზრდა დაეხმარება უკრაინას, გააძლიეროს ჯარი, შეაკავოს რუსეთის თავდასხმები ფრონტის ხაზზე და დაიცვას უკრაინული ქალაქები საჰაერო თავდასხმებისგან იმ ფონზე, როცა კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ემზადება.
„ამან შეიძლება, გააძლიეროს არგუმენტები მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის ჩართვის სასარგებლოდ”, – წერს „პოლიტიკო.“

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.