ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის 1,9 მლრდ ევროს გამოყოფას დაჰპირდა - უკრაინული მხარე

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის 1,9 მლრდ ევროს გამოყოფას დაჰპირდა - უკრაინული მხარე

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის 1,9 მლრდ ევროს გამოყოფას დაჰპირდა - უკრაინული მხარე
ლვოვში ევროპელი დიპლომატების ვიზიტისას, უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებისთვის 1,9 მლრდ ევროს გამოყოფას დაჰპირდნენ, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა თავის ტელეგრამის არხზე დაწერა.
„დღეს ევროკავშირმა გამოაცხადა განზრახვაზე, გამოყოს თითქმის 1,9 მლრდ ევრო უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის“, - დაწერა შმიჰალმა.
უკრაინის პრემიერი ამ გადაწყვეტილებას ისტორიულად აფასებს, ვინაიდან უკრაინისთვის იარაღს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე შეიძენენ ევროპული ფონდიდან.
შმიჰალის სიტყვებით, უკრაინის არა მხოლოდ თავდაცვისუნარიანობა იზრდება, არამედ სტიმულირდება ეკონომიკა და ინოვაციები უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში.
„კიდევ 600 მლნ ევრო მიემართება არტილერიასა და საბრძოლო მასალებში, 200 მლნ ევროზე მეტი - უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე“, - ამბობს შმიჰალი,
მან ევროკავშირს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილებისთვის.
„განსაკუთრებული მადლობა დანიას, საფრანგეთს, ნიდერლანდსა და იტალიას, რომლებიც 1 მლრდ ევროს ღირებულების უკრაინულ იარაღს შეისყიდიან“, - დაამატა შმიჰალმა.
ლვოვში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნაზეც.
წყარო: რადიო თავისუფლება

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.