არქივი6 დეკემბერი, 2023, 11:54
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. განიხილეს ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რომლებიც დაკავშირებულია შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტთან. საუბარი ეხებოდა კონკრეტულ პროექტებსა და რეფორმებს, რომლებიც გაამარტივებს ევროკავშირთან ვაჭრობას და განამტკიცებს ურთიერთკავშირებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს ასოციაციების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც საქართველოდან, ისე - რეგიონიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.