ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა – პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა – პაველ ჰერჩინსკი

შეხედეთ, რა მოხდა მოლდოვაში, ხალხი გავიდა, რეფერენდუმში ხმა მისცა, რომ შეუერთდეს ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, ყველა ქვეყანას, რომელიც შეუერთდა ევროკავშირს, მიეცა შესაძლებლობა დიდი ცივილიზაციური ნახტომისთვის. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ასე იქნება.
„როგორც იცით, სამწუხაროდ, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და ევროკავშირის ლიდერებმა ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის მოქმედებების შედეგი. როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ ვუყურებ სხვა ქვეყნებს, როგორ მიდიან წინ ევროკავშირის წევრობისკენ და საქართველო, წინსვლის მაგივრად, უკან მიდის. შეხედეთ, რა მოხდა მოლდოვაში. ხალხი გავიდა და რეფერენდუმში ხმა მისცა, რომ შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ყველა ხმა დაითვალა, განსხვავება ძალიან მცირე იყო. ასე რომ, გთხოვთ, გადით და მიეცით ხმა თქვენს მომავალს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმი მოლდოვაში 20 ოქტომბერს გაიმართა. საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების სრულად დათვლის შემდეგ მოლდოვაში ევროინტეგრაციის მომხრეა 50,46%, ხოლო 49,54% – წინააღმდეგი.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.