ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს შეაჩერებს

ევროკავშირი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს შეაჩერებს

თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება.
„ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან“, - თქვა ჰერჩინსკიმ.
დასავლეთის კრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მისამართით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მმართველმა პარტიამ ე.წ. აგენტების კანონი მიიღო. კანონი აშშ-ის, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებით, აშორებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრებას.
ევროკომისიის მიერ ჯერ კიდევ ივნისში გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარი იყო ნაბიჯებზე, რომლებიც ევროკავშირმა შეიძლება გადადგას, თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება.
ევროკავშირის ელჩმა 20 სექტემბერს იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, გააგრძელებს რეფორმებს, რომლებიც საჭიროა საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.
ჰერჩინსკის თქმით, მოვლენათა გაუარესების შემთხვევაში, შეუძლიათ ინსტრუმენტების სხვადასხვა ელემენტის გამოყენება, რომელთა შორის ერთ-ერთია „ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება".
ივლისში ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
მიმდინარე წლის სექტემბერში პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოსაწვევი. გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელეს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-ის მიმართ უარყოფითი რიტორიკა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.