ევროკავშირი საქართველოს შესახებ ანგარიშს ამზადებს

31
ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს.
ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
ევროკავშირის წარმომადგებლობა თანამშრომლობისთვის იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს იწვევს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, ამზადებს 2026 წლის წლიურ ანგარიშს საქართველოს შესახებ.
ევროკავშირი იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, მიიღონ მონაწილეობა წერილობითი მასალების მოწოდების მეშვეობით.
წერილობითი მასალები 2026 წლის 14 აპრილამდე გამოაგზავნეთ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected].
გარდა ამისა, გაიმართება საჯარო კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. მონაწილეობის მისაღებად, მოგვწერეთ ამავე ელ-ფოსტის მისამართზე 2026 წლის 25 მარტამდე, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)