ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, 23 იანვარს, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს “ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც დაკავშირებულია შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთან. აქცენტი გაკეთდა კონკრეტულ პროექტებსა და რეფორმებზე, რომელიც გაამარტივებს ევროკავშირთან ვაჭრობას შავი ზღვის გავლით და განამტკიცებს ურთიერთკავშირებს.
„ეიპიემ ტერმინალს “ აქტიურადაა ჩართული შუა დერეფნის განვითარებისა და პროცესების გაუმჯობესების საკითხებში. კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერის, მარიო ესკობარის თქმით, საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გახდეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ჰაბი, APM Terminals-ს კი სურს ააშენოს საჭირო ინფრასტრუქტურა და მხარი დაუჭიროს პროცესის გაუმჯობესებას, რათა ის გახდეს შუა დერეფნისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს ასოციაციების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ შევხედავთ, რა ხდება სომხეთში, ნახავთ, რომ ფუნქცია, რაც საქართველოს ჰქონდა, ყოფილიყო რეგიონის ლიდერი, აღარ არსებობს – ივანიშვილის დანაშაულის და „ანტი ქართული ოცნების“ გამო კარგავს საქართველო ამ ფუნქციას

ჟან-ნოელ ბარო – პუტინის არმიამ აპრილში უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, რაც ბოლო 3 წელში პირველად მოხდა – დროა, კრემლმა თვალები გაახილოს საკუთარი წარუმატებლობის მიმართ და აგრესიული ომი დაასრულოს