ევროკავშირი რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას გაყინული აქტივების Raiffeisen Bank International-ისთვის გადაცემას გეგმმავს

ევროკავშირი განიხილავს სანქციების მოხსნას ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასთან დაკავშირებულ აქტივებზე, რათა ავსტრიულ Raiffeisen Bank International (RBI) 2 მილიარდი ევროს ზარალი ანაზღაუროს,- ამის შესახებ Financial Times ევროპული ოფიციალური პირებზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების ბოლო პროექტში შედის ავსტრიული სამშენებლო კომპანია Strabag-ის გაყინული აქციების გათავისუფლება, რომლის მფლობელობასაც სწორედ დერიპასკას უკავშირებენ.
გადაწყვეტილება ხსნიან იმით, რომ რუსულმა სასამართლომ დაავალა RBI-ს 2 მილიარდი ევროს გადახდა, როგორც ზარალის ანაზღაურება ვენის კომპანიის Strabag-ის რუსი თანამფლობელის, რასპერიისთვის.
ასევე, რუსული სასამართლოს გადაწყვეტილებით, Strabag-ის აქციები უნდა გადაეცეს ავსტრიულ ბანკს, თუმცა რადგან ისინი ევროკავშირის სანქციების ქვეშაა, ამ გადაწყვეტილების შესრულება ჯერჯერობით შეუძლებელია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.