ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები გუშინ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს 14-15 დეკემბრის სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ წერილობით დასკვნაშია აღნიშნული.
„ევროპული საბჭი მიესალმება სანქციების მე-12 პაკეტის მიღებას. იგი ასევე მიესალმება შემზღუდავი ზომების დარღვევისთვის სისხლის სამართლის დანაშაულებისა და სასჯელის განსაზღვრის შესახებ დირექტივაზე მიღწეულ შეთანხმებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქციების ტექსტი კვირის დასაწყისშივე იყო შეთანხმებული, თუმცა მის დამტკიცებას ავსტრია ბლოკავდა.
ავსტრიის უკმაყოფილება გამოწვეული იყო უკრაინის მიერ ავსტრიული Raiffeisen Bank International-ი ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეყვანით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.