ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციისთვის 20 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციისთვის 20 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში 20 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მოლდოვის შეიარაღებული ძალებისთვის მოკლე რადიუსის მქონე გამშვები დანადგარებისა და რაკეტების დაფინანსებას მოხმარდება.
„მიზანი მოლდოვის არმიის მოდერნიზება და მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა, მოლდოვის ნეიტრალიტეტის სრული პატივისცემით. წელს ჩვენ ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში სამხედრო აღჭურვილობისთვის 60 მილიონ ევროს გამოვყოფთ“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.
ამასთან, ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 7 აპრილს საბჭომ მოლდოვის შეიარაღებული ძალების ქვეითებისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მხარდასაჭერად 40 მილიონი ევრო დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა