ევროკავშირი მზადაა უკრაინას 50 მილიარდი ევრო გამოუყოს, თუმცა უნგრეთი დახმარებას ეწინააღმდეგება

ევროკომისიის წინადადებას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს კრედიტებითა და გრანტებით გამოყოფას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანა არ ეწინააღმდეგება, განაცხადა საბიუჯეტო კომისარმა იოჰანეს ჰანმა.
„მთავარი ფოკუსი უკრაინის მხარდაჭერაზეა. ამაზე არავინ დავობს, თუნდაც მოცულობის შესახებ“, – განაცხადა მან.
ამავდროულად, როგორც ტელექსი იუწყება, უნგრეთის მთავრობამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და ევროკავშირის მთლიანი ბიუჯეტის ზრდას, საიდანაც 50 მილიარდი ევრო ს ფინანსურ მხარდაჭერას მოხმარდება. ბუდაპეშტში მიაჩნიათ, რომ ბრიუსელში განხილული ეს საკითხები უსაფუძვლოა, რადგან ეს მაჩვენებლები „ცუდია“ ბიუჯეტისთვის, ხოლო ევროკავშირმა „არალეგალურად“ გაყინა უნგრეთისთვის თანხები.
ქვეყნის მთავრობა ასევე შეშფოთებულია იმით, თუ როგორ იმოქმედებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება სოფლის მეურნეობაზე, მრეწველობასა და ევროპის ეკონომიკის ბევრ სხვა სექტორზე.