არქივი24 ივნისი, 2025, 10:40
ევროკავშირი კვლავ განიხილავს რუსული ნავთობის ფასების „ჭერის“ დაწევის იდეას

ევროკავშირი აგრძელებს რუსული ნავთობის ფასების „ჭერის“ შემცირების იდეის განხილვას, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა.
„რუსული ნავთობის ფასების ახალი „ჭერის“ საკითხი დღის წესრიგში რჩება“, - განაცხადა მან ორშაბათს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.