ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირი გააგრძელებს სავაჭრო ქსელის გაძლიერებას და გაფართოებას, დარჩება თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის ერთგული დამცველი – ანტონიუ კოშტა

ევროკავშირი გააგრძელებს სავაჭრო ქსელის გაძლიერებას და გაფართოებას, დარჩება თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის ერთგული დამცველი – ანტონიუ კოშტა

დროა, წინ წავიწიოთ მერკოსურთან, მექსიკასთან შეთანხმებებით და გადამწყვეტად წინ წავიწიოთ მოლაპარაკებებში ინდოეთსა და სხვა მნიშვნელოვან პარტნიორებთან, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა წერს.
მისი თქმით, ევროკავშირი დარჩება თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის ერთგული დამცველი.
„სრული მხარდაჭერა ევროკომისიას აშშ-თან სავაჭრო მოლაპარაკებებში. ვაჭრობა გლობალური კეთილდღეობის ძლიერი მამოძრავებელი ძალაა. ევროკავშირი დარჩება თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის ერთგული დამცველი. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა ჩვენს პარტნიორთან და გავაგრძელებთ ჩვენი სავაჭრო ქსელის გაძლიერებას და გაფართოებას. დროა, წინ წავიწიოთ მერკოსურთან, მექსიკასთან შეთანხმებებით და გადამწყვეტად წინ წავიწიოთ მოლაპარაკებებში ინდოეთსა და სხვა მნიშვნელოვან პარტნიორებთან“, – წერს ანტონიუ კოშტა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.