არქივი29 იანვარი 2024, 06:26
ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში სამუშაო შეხვედრა იმართება.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან. საპარლამენტო ოპოზიციიდან, შეხვედრაში არ მონაწილეობს "ლელო."
შეხვედრას ესწრებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრის დაწყებამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მიყვებიან იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.