ევროკავშირის 17 სასანქციო პაკეტის მიუხედავად, რუსეთის ექსპორტი 2024 წელს თითქმის 20%-ით გაიზარდა – Tagesspiegel

ევროკავშირის სანქციების 17 პაკეტის მიუხედავად, რუსეთის ექსპორტი 2024 წელს, როგორც ჩანს, თითქმის 20 პროცენტით გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ეფექტი არ არის, – ამის შესახებ tagesspiegel-ი იუწყება.
კიოლნის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის (IW) ანალიზზე დაყრდნობით, ჟურნალი იტყობინება, რომ კრემლის ხელმძღვანელის, ვლადიმერ პუტინის სამხედრო ბიუჯეტი უკრაინაში შეჭრის შემდეგ კვლავ “კარგად არის შევსებული”. 2024 წელს, რუსეთის საექსპორტო შემოსავალმა დაახლოებით 330 მილიარდი დოლარი შეადგინა.
დასავლეთის სანქციების შემდეგ, რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობა გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან. მაგალითად, ინდოეთი და ჩინეთი რუსული ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი მყიდველები არიან, რითაც რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს მილიარდობით დოლარით ავსებენ.
“რუსეთის ვაჭრობა დასავლეთის ქვეყნებთან, როგორიცაა გერმანია, იტალია, ასევე, შეერთებული შტატები, 92 პროცენტით შემცირდა. თუმცა, ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ უნგრეთმა, ასევე ბრაზილიამ, თურქეთმა და ისრაელმა მნიშვნელოვნად მეტი რუსული საქონელი შეისყიდეს”, – ნათქვამია მოხსენებაში. ამასთან, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ შეეგუა სანქციებს და გახსნა სხვა ბაზრები.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს