ევროკავშირის წევრების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს წითელ ზღვაში სამხედრო-საზღვაო მისია განათავსონ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სამხედრო-საზღვაო მისიის განთავსებას წითელ ზღვაში ჰუტის მიმდევარი მებრძოლებისგან საზღვაო მიმოსვლის დასაცავად.
ამის შესახებ dpa-ს ინფორმაცია მიაწოდეს დიპლომატებმა.
სამხედრო-საზღვაო მისია, რომელსაც უწოდეს Aspides-ი, ევროპის სამხედრო ხომალდებს გაუშვებს წითელ ზღვაში, ასევე ადენის ყურეში და მიმდებარე წყლებში.
Aspides-ის ხომალდები ცეცხლის გახსნის ბრძანებას მიიღებენ მხოლოდ მაშინ, თუ მათ თავს დაესხმიან, მაგრამ არ ექნებათ პრევენციული სროლის უფლება.
ჰუტის მიმდევარი მეომრები, რომლებიც იემენში არიან გამაგრებული, რეგიონში თავს ესხმიან გემებს და აცხადებენ, რომ ისინი შურს იძიებენ ღაზის სექტორში ისრაელის ქმედების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი